დედაჩემი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ კამალას გაუმართლა ჩემთან ქორწინებით - კამალა ჰარისის ქმარი
კამალა ჰარისის ქმარი, დაგლას ემჰოფი ჩიკაგოში, შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა და თავისი ცოლის, პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის შესახებ ფართო აუდიტორიის წინაშე გულისამაჩუყებელი სიტვებით ისაუბრა.
"მე ძალიან ვამაყობ იმით, როგორ ზრუნავ სხვებზე და როგორ იცავ ყველას უსაფრთხოებას" - განაცხადა მან და თავისი და კამალას სიყვარულის ისტორია მოყვა.
"დედაჩემია ერთადერთი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სწორედ კამალას გაუმართლა ჩემთან ქორწინებით" - თქვა მან აპლოდისმენტების თანხლებით.
დაგლას ემჰოფი 59 წლის საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ადვოკატია, რომელმაც ამ ეტაპზე თავის კარიერაზე უარი თქვა, რათა ცოლს დაეხმაროს წინაასარჩევნო კამპანიაში.
"ყველგან, სადაც კი საჭიროა, კამალა მოწოდების სიმაღლეზეა. მან ეს გააკეთა ჩემთვის, ოჯახში და ახლა, როდესაც ის ქვეყანას სჭირდება, ამას გააკეთებს ყველასთვის, ჩვენთვის. ის მზად არის უხელმძღვანელოს ქვეყანას.
თქვენ იცით ეს მისი ღიმილი, რომელსაც მე ვაღმერთებ" - თქვა მან დონალდ ტრამპის დაცინვების საპასუხოდ.