თეგებით ძიება
21. 08. 2024 მსოფლიო

ლუკაშენკამ 30 პოლიტპატიმრის შეწყალების განკარგულებას მოაწერა ხელი

ბელორუსმა დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა განკარგულებას "საპროტესტო ხასიათის დანაშაულისთვის" მსჯავრდებული 30 ადამიანის შეწყალებაზე.

ამ ინფორმაციას სააგენტო БелТА ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის 14 ქალი და 16 მამაკაცია, მათგან ზოგიერთს მძიმე დაავადება აქვს. მათ შორის არიან პენსიონერებიც. შეწყალებულთა ვინაობა ჯერ არ სახელდება.

Вясна-ს უფლებადამცველების თქმით, ამ დროისთვის სულ მცირე 18 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს: ოთხი ქალი და 14 კაცი.

ადამიანის უფლებათა ცენტრ Вясна-ს ცნობით, 16 აგვისტოს მდგომარეობით ბელორუსში 1378 პოლიტპატიმარია.

30 ივლისს, ალექსანდრ ლუკაშენკამ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც ბელორუსში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოგვიანებით ის სამშობლოში დაბრუნდა რუსეთის ფედერაციას, ბელორუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ფართომასშტაბიანი გაცვლის ფარგლებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა