თეგებით ძიება

დღეს ექვთიმე გარეჯელის ხსენების დღეა

ექვთიმე, ეფთვიმე, ევთიმი (გვარად მჭედელაშვილი; გ. 1804) — ქართველი სასულიერო პირი, გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775–1804 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღეა 8 (21) აგვისტო.

ექვთიმე განათლებული მოღვაწე და სამეურნეო საქმეთა კარგი ორგანიზატორი იყო. იოანე ბატონიშვილის დახასიათებით ის იყო „კაცი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე“. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფ. ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტის დავალებით, დაწერა წმ. ნინოს საგალობლები. პლატონ იოსელიანის ცნობით, 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა