თეგებით ძიება

მოსამართლე არეშიძე მის მიმართ "ქართული ოცნების" ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

სასამართლო კლანისგან დამოუკიდებელი მოსამართლე ეკა არეშიძე ქართული ოცნების მიერ მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას განცხადებით ეხმაურება და "აბსურდულს, დამამცირებელსა და ღირსების შემლახავს" უწოდებს.

ქართული ოცნება 20 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებით მოსამართლეს თავს დაესხა. პარტია ამტკიცებს, რომ ეკა არეშიძის მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, 6 წლის წინ გამოტანილი განაჩენი "საეჭვო და გაუგებარია", რასაც ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა მოჰყვა.  

ეკა არეშიძის თქმით, ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია

"ვეხმაურები გავრცელებული განცხადების მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც უშუალოდ მე შემეხო. თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშულ განცხადებაში გაჟღედა უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია. მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლები.

შეგახსენებთ:

1. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 63.

მოსამართლე

მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

2. აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა.

3. სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.

4. სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება.

5. უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას.

ორი უდანაშაულო არასრულწლოვნის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა!

P.S. ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია", - წერს ის Facebook-ზე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა