თეგებით ძიება

ალენ დელონს შაბათს, საკუთარ მამულში დაკრძალავენ

ალენ დელონს შაბათს დაკრძალავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მღვდელზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ფრანგი მსახიობის დაკრძალვის ცერემონიას უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ქალაქ გაპის ყოფილმა ეპისკოპოსმა, ჟან-მიშელ დი ფალკომ განაცხადა, რომ დაკრძალვის ცერემონიის ჩატარება მას მსახიობმა თავად სთხოვა.

ფრანგული ტელეარხების CNews-სა და BFMTV-ის ცნობით, ალენ დელონის დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება და მას დუში-მონკორბონში მდებარე საკუთარ მამულში დაკრძალავენ, სადაც მსახიობმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

ფრანგული კინოს ლეგენდა, ალენ დელონი 18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა