თეგებით ძიება

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმს საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედი კი არ აქვს, თავისებს "აბოლებს"

საკონსტიტუციო უმრავლესობაზე რეჟიმი თავისივე წევრებს ელაპარაკება, მეგობრებო.

ქოცური სიები დგება ახლა - უნდათ, ყველა ფორმაში იყოს და მანდატისთვის იბრძოლოს.

თუ დაარწმუნებენ, რომ ბევრი გაჰყავთ პარლამენტში, ბევრი ქოცი იქნება მოტივირებული.

მართლა კი არ აქვთ მაგის იმედი, თავისებს აბოლებენ - 97-ე იყავი, გამსვლელიაო!

იგივეა "ნაცების" აკრძალვაც - თავისებს უკეთებენ მოტივაციას, თავის ამომრჩეველს.

ჯერ ბერავენ ნაცებს და მერე საზეიმოდ "ამარცხებენ" - როგორც ბოლშევიკები.

P.S. რაც შეეხება ქოც ე.წ. დელეგატებს, მე საერთოდ ვერ ვხვდები რაზეა ხმაური - პროპორციული არჩევნებია, რაიონები მიაბარეს. მეც მივაბარებდი წერეთელს ზესტაფონს საკურაციოდ, სიაში რომ მყოლოდა.

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა