თეგებით ძიება
21. 08. 2024 მსოფლიო

TASS: რუსეთი თავშესაფარს ჰპირდება უცხოელებს, რომლებსაც ლიბერალური იდეებისგან გაქცევა სურთ

რუსული სამთავრობო გამოცემა TASS-ის ცნობით, რუსეთი გარანტირებულ თავშესაფარს ჰპირდება უცხოელებს, რომლებსაც ლიბერალური იდეებისგან თავის დახსნა სურთ.

შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ რუსეთში დროებით ბინადრობის უფლება „რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული კვოტის მიღმა და რუსული ენის, რუსული ისტორიისა და ძირითადი კანონების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე“.

განაცხადები შესაძლოა ეფუძნებოდეს მათი ქვეყნების იმ „პოლიტიკის” უარყოფას, რომელიც „მიზნად ისახავს ხალხისთვის დესტრუქციული ნეოლიბერალური იდეალების დაწესებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ რუსულ სულიერ და მორალურ ღირებულებებს“.

TASS წერს, რომ არსებობს ამ ღირებულებების სიაც.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, მსგავსი აპლიკანტებისთვის სამთვიანი ვიზების გაცემა სექტემბრიდან დაიწყოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა