თეგებით ძიება
21. 08. 2024 მსოფლიო

სომხეთმა დაგმო ლავროვის განცხადება, თითქოს ქვეყანა სამმხრივი შეთანხმების საბოტაჟს ახდენს

სომხეთის მთავრობამ დაგმო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლითაც სერგეი ლავროვმა სომხეთი რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საბოტაჟში დაადანაშაულა.

კერძოდ, სერგეი ლავროვმა ერევანს იმ შეთანხმების საბოტაჟში სდებს ბრალს, რომელიც სომხეთის სინიუქის რეგიონის გავლით აზერბაიჯანსა და მის ექსკლავს, ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კომუნკაციის აღდგენას გულისხმობს. ამის შესახებ ლავროვმა ბაქოში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის პარალელურად განაცხადა.

2020 წლის 10 ნოემბერს სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საბძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ სამმხრივი შეთანხმება შედგა. სწორედ ამ შეთანხმების მე-9 პუნქტი ითვალისწინებს ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო დერეფნით დაკავშირებას დანარჩენ აზერბაიჯანთან, რაც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალები გააკონტროლებდნენ.

სერგეი ლავროვს არაფერი უთქვამს 2010 წლის ზავის სხვა დებულებებზე, რომლებიც აზერბაიჯანს ავალდებულებდა, შეეჩერებინა სამხედრო ოპერაციები, რასაც მოჰყვა რუსი „სამშვიდობოების“ განლაგება ყარაბაღსა და ლაჩინის კორიდორში, რომელიც რეგიონს სომხეთთან დააკავშირებდა. „სამშვიდობოები“ არ ჩარეულან, როცა ბაქომ დაბლოკა ლაჩინის კორიდორი 2022 წლის ნოემბერში, ხოლო 2023 წლის სექტემბერში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელმაც მთიანი ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მთლიანად განდევნა განაპირობა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, ანი ბადალიანმა ლავროვს მოუწოდა, კითხვებით შეხედოს რუსეთის „კონსტრუქციულ ჩართულობას“ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ბადლანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ დაინახოს, რომ არ არსებობს არც ერთი პუნქტი 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან, რომელიც შეუქცევადად არ ირღვევა.

„ჩვენ ასევე გვჯერა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარგად იცის, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტების გარდა, სომხეთი არ არის არც ერთი შეთანხმების მხარე და შესაბამისად, ჩვენ არ შეგვიძლია მათი საბოტაჟი”. – განაცხადა ანი ბადალიანმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი დღემდე არ შეთანხმებულან ვაჭრობისა და მოგზაურობისთვის საზღვრების გახსნის პრაქტიკულ მხარეებზე. ბაქოს სურს, ნახიჩევანსა და დანარჩენ აზერბაიჯანს შორის მოგზაურობისა და ტვირთის გადატანისას ადამიანები და საქონელი არ გადიოდეს სომხურ სასაზღვრო კონტროლს.

თავის მხრივ, სომხური მხარე ამტკიცებს, რომ მათ და აზერბაიჯანს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ ჩვეულებრივი სატრანსპორტო კავშირები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება სრული კონტროლით ყველა სატრანზიტო მარშრუტზე, რომელიც გადის მათ შესაბამის ტერიტორიებზე. ამ მიზანს ემსახურება 2023 წელს გამოქვეყნებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი”.

ანი ბადალიანმა მოსკოვს მოუწოდა, „ნუ ეწევა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი პროექტებისა და უფრო ფართო ძალისხმევის საბოტაჟს”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა