კიევთან მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება - დიმიტრი მედვედევი
კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის ფედერაცია კიევთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, იუწყება რუსული მედია.
„მას შემდეგ, რაც ნეონაცისტებმა კურსკის ოლქში ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. არაუფლებამოსილი შუამავლების უსარგებლო საუბარი მშვენიერი სამყაროს თემაზე შეწყდა. ახლა ყველას ყველაფერი ესმის, თუნდაც ხმამაღლა არ თქვან. მათ ესმით, რომ მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე მტერი სრულად არ დამარცხდება!“, - წერს მედვედევი Telegram-ზე.