ერთ-ერთი ვერსიით, 15 წლის გოგოს ხელოვნურ ტბაში დენმა დაარტყა – მისი მდგომარეობა მძიმეა
უმძიმესი შემთხვევა დედოფლისწყაროში – ექიმები 15 წლის გოგოს გადარჩენას ცდილობენ. არასრულწლოვანი მეგობრებთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში საბანაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც მოულოდნელად შეუძლოდ გახდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ხელოვნურ ტბაში ჩასულ გოგოს დენმა დაარტყა, თუმცა ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ტერიტორია ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.
დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია 2023 წლიდან მიმდინარეობს და სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის.