ბრიტანეთში 5 შვილის დედა, რომელიც საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა, სავადმყოფოში გარდაიცვალა
ბრიტანეთში, საუთჰენდში, 34 წლის, 5 შვილის დედა საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
34 წლის მიშელ ჰემპსტედს, საკუთარი სახლის პირველ სართულზე, ბულმასტიფი დაესხა თავს.
მეზობლების ინფორმაციით, მათ დაინახეს, რომ ქალი აივნის მოაჯირიდან გადახტა, რათა თავისთვის ეშველა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაშავებული ქალი საუთენდის ჰოსპიტალში, შემდეგ კი ლონდონის სამეფო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
Dailymail-ის ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, 34 წლის მიშელ ჰემპსტედს ქალიშვილი გარდაეცვალა.
რუსთავი 2