კიკეთში, ტყეში არის ძალიან დიდ მანძილზე მიწა გახეთქილი.. ძალიან მძიმედაა საქმე - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
კიკეთის ტყეში მიწა გასკდა - ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის ჯგუფში „ჩემი ქალაქი მკლავს“ ვრცელდება:
კიკეთში, კობის გადასახედზე, ტყეში არის ძალიან დიდ მანძილზე მიწა გახეთქილი. არის უზარმაზარი სიღრმე ამ ბზარებში. ტერიტორია არის ტურისტული ზონა, რადგან აქ გადის გზა, რომელიც კობის მონასტერში ჩადის ‼️ თითქმის ყოველდღე დადის მანდ უამრავი ადამიანი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა მერიაც, მთაწმინდის რაიონის გამგებელიც და თეა გოდოლაძეც თავისი სამსახურით. ყველამ თქვა რომ ძალიან მძიმედაა საქმე ‼️‼️
მიაქციეთ ამ ადგილს ყურადღება - ვკითხულობთ ინფორმაციაში.