თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო

ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ, მოსახლეობა მმართველი პარტიის ლიდერებთან შესახვედრად შეიკრიბა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები მცხეთა-მთიანეთიდან დაიწყო. დღევანდელი, პირველი ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყო. მას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, პარტიის ლიდერები და მხრადმჭერებიც ესწრებიან.

“მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ” - ამ სლოგანით პირველი გამომსვლელი მამუკა მდინარაძე იყო, შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა