„იმ ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას, ვისაც ყველაზე მეტი ქალი ეყოლება სიაში გამსვლელ პოზიციებზე“ - ბაია პატარაია
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დამფუძნებელი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც პოლიტიკაში ქალების რაოდენობის შემცირებაზე ამახვილებს ყურადრებას.
ვუყურებ პარტიები ვის იმატებენ ახალ ლიდერებად, ვის აყენებენ პრესკონფერენციებზე, ვის წარმოაჩენენ და მინდა გითხრათ, რომ ქალები სულ უფრო ნაკლებად ჩანან, რაც დრო გადის. არ არის ეს კარგი, მეგობრებო❗️
საზოგადოებრივი აზრის ნებისმიერ კვლევას თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ხალხი ქალის და კაცის თანაბარ წარმომადგენლობას ითხოვს. ოპო ლიდერები კი ისევ ძველ კაცებს პოულობენ და ახალ აღმოჩენად გვთავაზობენ. ეგრე არაფერი გამოვა❗️
ქალები ვართ ამომრჩევლის 52% და ველოდებით ქალებს ახალ პარლამენტში. მე პირადად იმ ოპოზიციურ პარტიას მივცემ ხმას, ვისაც ყველაზე მეტი ქალი ეყოლება სიაში გამსვლელ პოზიციებზე. 30% უნდა ყავდეს ყველას❗️და ვიზრუნებ იმაზე, რომ სხვა ქალებმაც ამის მიხედვით აირჩიონ ოპო პარტია. მითუმეტეს ახლა, როცა ამდენი ადამიანი მერყეობს ოპო პარტიებს შორის, ქალი ამომრჩევლისთვის სწორედ ეს იქნება მთავარი კრიტერიუმი - გპირდებით☝️
პ.ს. კომენტარებში პარტიები და ლიდერები მოვთაგოთ, ახალი კოალიციური სახელებით არ ითაგებიან - წერს ბაია პატარაია.