„ეს პროგნოზი თუ ახდა, გთავაზობთ მთავრობაში ქვეყნის მთავარი ნათელმხილველის პოსტის შემოღებასაც“ - რას წერს რომან გოცირიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მცხეთაში, „ქართულლი ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
ქართული ოცნების ორი დღის წინანდელი განცხადების მთავარი შინაარსი კვლავ გაიმეორა დღეს მცხეთაში გამართულ მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა. ახსნა, თუ რატომ სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და კვლავ საიდუმლოდ დატოვა ერთი მოთხოვნა, ისევე როოგორც იმ მოღალატური განცხადების ტექსტში. მიმდინარეობს ამ საკითხზე კონსულტაციები და მალე ვიტყვით, თუ რასაც ვგულისხმობთო. მიგვანიშნა, რომ საკითხს “საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”-ო.
ჩემი აზრით, თეოდემოკრატიული სახელმწიფო მოწყობის პრინციპს შოგვთავაზებს და მთავრობის შემადგენლობაში საპატრიარქოს წარმომადგენელს შეიყვანს.
ეს პროგნოზი თუ ახდა, გთავაზობთ მთავრობაში ქვეყნის მთავარი ნათელმხილველის პოსტის შემოღებასაც - წერს რომან გოცირიძე.