ინდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ნდოეთში, ფარმაცევტულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 15 ადამიანი, სულ მცირე, 40 კი დაშავდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე კერძო ფარმაცევტულ ქარხანაში შუადღისას მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სამაშველო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს. მათივე თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.