თეგებით ძიება
22. 08. 2024 მსოფლიო

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი

რომში ტყის ხანძარს ებრძვიან, დაშავებულია ოთხი მაშველი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტყის ხანძარი რომში, ცინეჩიტას სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში გაჩნდა.

მეხანძრეების თქმით, სამაშველო სამუშაოების დროს მძიმედ დაშავდა მეხანძრე და სამი მოხალისე, მათ შორის ქალი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა