თეგებით ძიება

სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი სიტყვით გამოდიოდა და ესროლეს - კალაძე

სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ, ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ „ქართული ოცნების“ გუშინდელ ღონისძიებაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ტრიბუნა ტყვიაგაუმტარ მინებში იყო მოთავსებული.

კახა კალაძის განმარტებით, „რადიკალური დაჯგუფება - „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც გარედან იმართება, ყველაფრის მკადრებელია“.

კითხვაზე, ეშინია თუ არა ბიძინა ივანიშვილს თავდასხმის, კალაძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა.

„ბატონი ივანიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად დაამთავრა ბოროტება, რომელიც წარმოდგენილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და გვიმტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო „დემოკრატის შუქურა“. წარმოგიდგენიათ? იმ ბოროტებზე გვეუბნებოდნენ, რომ „დემოკრატიის შუქურა“ იყო. როგორ აუბედურებდნენ, კლავდნენ, აწამებდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. ზუსტად ბიძინა ივანიშვილი ყო, რომელმაც ყველაფერი გადადო თავისი სიცოცხლის, ოჯახის რისკის ფასად და 2012 წელს ბოროტება დაამარცხა. ეს ძალა არსად წასულა, ისევ აქ არის. აქ მარტო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი არ არის. რადიკალური დაჯგუფება, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დავარქვათ, რომელიც იმართება გარედან და რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან. შესაბამისად, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რატომ არ უნდა დავიცვათ ადამიანი? ნახეთ ტრამპს პირდაპირ კლავდნენ, ადამიანი გამოდიოდა სიტყვით, ესროლეს და სიკვდილისთვის განწირული იყო. უბრალოდ, არ ვიცი როგორ გადარჩა“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის მხოლოდ ივანიშვილი საფრთხის ქვეშ და სხვები არა, კალაძემ უპასუხა: „კი, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქართულ პოლიტიკაში. იმაში,რომ ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას და ქვეყანა ვითარდება“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა