“საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ ვარგოდა, დღეს რატომ შეაქვს ზურაბიშვილს სარჩელი იმავე სასამართლოში” - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, ყველას ახსოვს, რა განცხადებებს აკეთებდა ის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ, დღეს კი სარჩელი იმავე ინსტიტუციაში შეაქვს, რაც არალოგიკურია.
„ნახეთ, რამდენი არალოგიკური თემაა. თქვენ ხომ გახსოვთ, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა. გახსოვთ მაშინ პრეზიდენტის განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით? დღეს პრეზიდენტს შეაქვს სარჩელი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. თუ მაშინ ეს სასამართლო არ ვარგოდა, პრობლემა იყო, მაშინ დღეს რატომ შეაქვს სარჩელი იგივე სასამართლოში. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ეს პროცესები მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, არამედ გარედან იმართება.
„ეს არის სიცრუის კამპანია, ეს არის თეთრზე შავის მტკიცება. ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან არ მოდის, ეს პროცესები გარედან იმართება. ხალხს გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა ცუდია, გამჭვირვალობა თურმე არაევროპული ყოფილა. ფულებს რომ გადმორიცხავენ ზოგიერთი ქვეყნიდან იმისთვის, რომ რევოლუცია დაგიფინანსონ, თურმე ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ უნდა ვიცოდეთ. ეგეთ ბრიყვები ნამდვილად არ ვართ. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებისთვის, ევროინტეგრაციისთვის და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.