კრასნოდარში საწვავით დატვირთული ბორანი, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად ჩაიძირა
რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პორტ "კავკაზში" განთავსებულ სარკინიგზო ბორანზე ხანძარი გაჩნდა. რუსულ მედიასა და სოციაოურ მედიაში წერენ, რომ პორტზე უკრაინამ იერიში მიიტანა.
გავრცელებული ცნობებით, ბორანი საწვავით იყო დატვირთული. ამ ცნობას ავრცელებენ რუსული მედიებიც, რომლებიც რეგიონის ოპერაციულ შტაბს ეყრდნობიან.
რუსული მედია РБК კრასნოდარის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ბორანი ჩაიძირა. მათივე ცნობით, ბორტზე განთავსებული იყო საწვავის 30 ცისტერნა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ცეცხლმოკიდებული ბორანი ჩანს.