თეგებით ძიება
22. 08. 2024 მსოფლიო

91 წლის ინგლისელმა მსახიობმა დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა

91 წლის ინგლისელმა მსახიობმა, მაიკლ კეინმა დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა. მან მემუარების წიგნი გამოსცა.

ინგლისელმა მსახიობმა მაიკლ კეინმა გამოუშვა მემუარების ახალი წიგნი "Don't Look Back or You'll Stumble: My Guide to Life", რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, გაამხილა თავისი დღეგრძელობის საიდუმლო. მის სიტყვებს People ციტირებს.

„ბეტმენის“ 91 წლის ვარსკვლავის თქმით, თაყვანისმცემლები, მეგობრები და კოლეგები მას რეგულარულად ეკითხებიან, როგორ პოულობს ძალას, იცხოვროს და იმოქმედოს. კეინმა მიანიშნა, რომ დასვენებას არ გეგმავს.

„მათ ასევე სურთ იცოდნენ, რა მაძლევს მოტივაციას, რა მაღვიძებს დილით 90 წლის ასაკში და გავალ თუ არა ოდესმე პენსიაზე. ბოლო კითხვაზე პასუხი არის "არა!", დასძინა მან.

მსახიობმა დღეგრძელობის მთავარ საიდუმლოს ოპტიმიზმი უწოდა.

„მე დავინახე, როგორ გაიზარდა ახალი თაობა, მათ შორის ჩემი შვილიშვილებიც, რომლებიც მსოფლიოს ყველა გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგანან. იმედი მაქვს, ისინი გაიგებენ, რომ მნიშვნელოვანია ოპტიმისტურად ყოფნა, მაშინ შეგიძლია შეაღო ნებისმიერი კარი“, - აღიარა კეინმა.

ცნობისთვის, მაიკლ კეინმა სამსახიობო კარიერა 2021 წელს, 88 წლის ასაკში დაასრულა.  

"ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო როლი იქნება. ბოლო ორი წელია შემოთავაზებები არ ყოფილა, არავინ იღებს ფილმებს, რომლებზეც მუშაობა მინდა და ამასთანავე 88 წლის ვარ. ბევრი სცენარი არ არის, რომლის მთავარი პერსონაჟიც 88 წლის კაცია." - თქვა კეინმა.

მაიკლ კეინს ორი ოსკარი აქვს მიღებული კაცის მეორეხარისხოვან როლებისთვის, ფილმებში ჰანა და მისი დები და მეღვინეების წესები. ოსკარის გარდა კეინს სამი ოქროს გლობუსი აქვს მიღებული. ბოლო წლებში მან მონაწილეობა მიიღო კრისტოფერ ნოლანის ტენეტში და მარტინ ოუენის ფილმში ტვისტი, რომელიც ჩარლზ დიკენსის ოლივერ ტვისტზეა დაფუძნებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა