თბილისის ქუჩები, სადაც 23 აგვისტოს შუქი გაითიშება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, გელოვანის, სარაჯიშვილის, თოფურიძის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, V მიკრორაიონების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, სუხიშვილის, თაყაიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას და რაფაელ დვალის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტროსადგური "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.