თეგებით ძიება

„მერვედ თენდება დღე, როდესაც დავობლდი“ - რას წერს თამუნა მუსერიძე?

ჟურნალისტი და სოციალური პროექტის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე დედის გარდაცვალების თარიღს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თამუნა ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დედის გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა.

„ძალიან მალე მეც დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც სხვისი „სირცხვილის ნაყოფი“ საკუთარი შვილივით გაზარდეს.

დედებზე, რომლებმაც არაბიოლოგიური შვილები ბიოლოგიურ დედებზე უფრო მეტად შეიყვარეს.

დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდით გადადეს. და არა იმ დედებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრების ასაწყობად , შვილები ნივთებივით გადადეს გვერდზე.

დავწერ იმ დედებზე, რომლებმაც გასცეს და გაიღეს ის, რაც ბიოლოგიურებმა ვერ და არ გასცეს.

დღეს მერვედ თენდება დღე, როდესაც დავობლდი. დღე, როდესაც ამდენი პასუხგაუცემელი კითხვის წინაშე მარტო დამტოვა.

დღე, როდესაც ის სიცარიელე გამიჩნდა, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ ამოავსებს,“ – წერს თამუნა მუსერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა