თეგებით ძიება

ოზურგეთს 24-საათიანი წყალმომარაგება 2025 წელს ექნება - პროექტის ღირებულება 48 მილიონი ლარია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული ქსელი ამორტიზებულია და განახლებას საჭიროებს, რისთვისაც 48 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი მიმდინარეობს.

"პროექტის ფარგლებში აშენდება: ახალი რეზერვუარი, ჭაბურღილები და სატუმბი სადგური, მოეწყობა აღრიცხვის კვანძები და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, დასრულების ეტაპზეა, წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები სოფელი ქვემო ნატენების ორ უბანში: ნარუჯასა და წითელი სხივის უბანში. მიმდინარე პროექტი სახელწიფო ბიუჯეტიდან 48 მლნ. ლარით ფინანსდება და მისი დასრულება 2025 წლის ბოლოს იგეგმება, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს,"- ნათქვამია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანია გურიის რეგიონში სულ 6 მიმდინარე პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება 115 მილიონ ლარს შეადგენს. მათ შორის წყალმომარაგების ქსელი სრულად განახლდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში. მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოეწყო: წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები, სათავე ნაგებობები, საქლორატორო, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. პროექტს საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 10 მლნ. ლარამდე მოხმარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა