თეგებით ძიება

ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ცხინვალის რაიონ "შანხაიში" რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 43 წლისაა და სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.

ადგილზე, წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "რესპუბლიკაში" დისლოცირებული მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა