უკრაინა ხერსონის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა აცხადებს, რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წაიწია წინ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ტერიტორია, რომელსაც მანამდე ოკუპანტები აკონტროლებდნენ და დაიკავეს მტრის საყრდენი პუნქტები.
ბრიგადის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე ახორციელებენ კონტრშეტევას.