„კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ლელო“, გახარიას პარტია, ეს არის ერთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს - ირაკლი კობახიძე
სუბიექტების მრავალრიცხოვნება არ გვაქვს. არის თავად „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის რამდენიმე პარტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა კითხვას - „კონკრეტულად ვინ მოიაზრება „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში?“
„იცით, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება - „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ ლიდერს აქვს წარსული დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა ამ პოლიტიკოსს აწმყოც „ნაცმოძრაობასთან“ აქვს დაკავშირებული. მოგეხსენებათ ასევე, რომ არის ასეთი გაერთიანება „ლელო“, რომლის პოლიტიკური ლიდერებიც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ბიზნესის რეკეტში იყვნენ ჩართული. პირდაპირ, ღამე ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება, სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით. გახარია, რომელსაც კოალიცია აქვს შექმნილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ 4 მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, - განაცხადა კობახიძემ.