ბალტიელი ხალხის ერთობის საოცარი მაგალითი - 700 კილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი
დღეისსწორს, 1939 წლის 23 აგვისტოს, ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა თავდაუსხმელობის შეთანხმება დადეს და საიდუმლო გარიგებით გაიყვეს აღმოსავლეთი ევროპა.
"მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი" რომლის არსებობასაც საბჭოთა კავშირი საკუთარ აღსასრულამდე არ აღიარებდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების დიპლომატიური საფარველი გახლდათ და ორივე ავტორიტარულ იმპერიას ხელები გაუხსნა აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოების დასამონებლად.
ამ გარიგების ყველაზე ტრაგიკული საფასური მაშინ ორი მხრიდან მარწუხებში მოქცეულმა პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა გადაიხადეს.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ დღეს, 23 აგვისტოს შეიკვრნენ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეები 1989 წელს ე.წ. 690 კილომეტრიან "თავისუფლების ჯაჭვში," რითაც საბჭოთა იმპერიისაგან გათავისუფლების ნება გამოავლინეს.