თეგებით ძიება

ვინ იქნებიან დავით ქაცარავას პარტიის წევრები

“საოკუპაციო მოძრაობის” ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პარტია დააფუძნა. პარტიის სახელია “ჩვენ”. პარტიის წევრებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც არიან. მათ შორის, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, სამხედრო ექსპერტი, აკია ბარბაქაძე და მსახიობი კახა გოგიძე.

დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ ისინი ერთვებიან წინასაარჩევნო კამპანიაში. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რომელ კოალიციასთან, ან პარტიასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იმის ფონზე, რომ საქართველოს უპრეცედენტო გაყიდვას ვადევნებთ თვალს – გაცხადებულად იყიდება ჩვენი ტერიტორიები, დაანონსებულია დარბევები, რაღაც პროცესები – სამწუხაროდ, მიწევს იმ საქმის კეთება, რაც არ არის ჩემი პროფესია და შევდივარ ამ უთანასწორო, პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ, უბრალოდ, სხვა გზა აღარ გვრჩება”, – განაცხადა კახა გოგიძემ.

“ამ გუნდში არის თავმოყრილი ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ პატრიოტიზმი, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის […] მე, როგორც უფლებადამცველმა, როგორც ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ საქართველოში აღდგეს სამართლიანობა, დაცული იყოს საზოგადოების ნებისმიერი წევრი იმ უკანონობისგან, რაც დღეს ხდება, აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი, არ იყოს შერჩევითი სამართალი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

“ჩვენ შემოვდივართ ამ ბრძოლაში იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი მოცემულობა. ეს მოცემულობა იქნება ორიენტირებული საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე. ჩვენ ხალხისათვის დ ჩვენ ხალხთან ერთად – ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება და ღირებულებითი ბრძოლა”, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

მათ გარდა, ქაცარავას პარტიის წევრები იქნებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ხატია ბაკურაძე, აქტივისტი ლაშა ქვლივიძე და პოლიტოლოგი გიგიშა პატარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა