თეგებით ძიება
23. 08. 2024 მსოფლიო

გერმანიაში ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

გერმანიის ხელისუფლებამ ნატოს სამხედრო ავიაბაზაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ავიაბაზის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავიაბაზის განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების მეორე დონე პოტენციური საფრთხის შესახებ, დაზვერვის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო გამოცხადდა.

მისიის არაძირითადი პერსონალი უსაფრთხოების მიზნით სახლში გაუშვეს. გერმანიაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატოს ავიაბაზაზე, სადაც სადაზვერვო თვითმფრინავებია განთავსებული, უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. გასულ კვირას ანალოგიური ზომა კიოლნის ბაზაზეც გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა