როსტოვის ოლქში, ნავთობბაზაზე, რომელზეც ხანძარს უკვე მეექვსე დღეა ვერ აქრობენ, დრონების ახალი თავდასხმა განხორციელდა
როსტოვის ოლქში ალმოდებულ პროლეტარსკის ნავთობბაზაზე დრონების ახალი თავდასხმა განხორციელდა.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, განმეორებითი თავდასხმის დროს გაჩნდა საფრთხე, რომ ალი ნავთით სავსე ავზებს მოედოს და უფრო დიდი მასშტაბის ხანძარი გამოიწვიოს.
ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი 18 აგვისტოს, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად გაჩნდა. რუსი მეხანძრეები ცეცხლს რამდენიმე დღეა ვერ აქრობენ. ხანძრის გამო დაშავებულია 47 მეხანძრე.