თეგებით ძიება

ანა დოლიძის განცხადებით, უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე “ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის გორთან ახლოს დაგეგმილი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უფლისციხესთან ახლოს ნაგავსაყრელის მოწყობა გარშემო ტერიტორიაზე გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია, ხოლო დანარჩენი საქართველო მიშვებული.

,,მიღებულია გადაწყვეტილება, რომ რეგიონული ნაგავსაყრელი მოეწყოს უფლისციხესთან მდინარესთან ახლოს, სადაც არის დასახლებული პუნქტები. მოსახლეობის განცხადებით, გორში უკვე სუნი დგას.

ნაგვის მანქანები კილომეტრებით უნდა ატარონ. აქ უნდა ყოფილიყო ქარხანა, ქარხანა არ ჩანს. ნაგავი ადგილზეა, მაგრამ მთავარი აქ რა არის?! მთავარი არის ის, რომ ეს ქვეყანა არის ყველასთვის, ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლო წრის ცხოვრება სუფთა და მოწესრიგებულია. დანარჩენი საქართველო ასე არის მიშვებული, რომ მთელს დასახლებებს ნაგვის პარკები და ბოთლები წაიღებს და რაც მთავარია, ნაგვის სუნით, რომელმაც ავტობანი უნდა გაიაროს. აქ არის პრობლემა, ერთი კაცი, ორი კაცი და დანარჩენი საქართველო,“- აცხადებს ანა დოლიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა