ფაშინიანმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას სომხეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს გასულ კვირას აზერბაიჯანში შემდგარი ვიზიტის შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ პუტინს მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ფაშინიანი და პუტინი შეთანხმდნენ, შესაძლებლობისთანავე შეხვდნენ ერთმანეთს და სომხურ-რუსული ურთიერთობები განიხილონ.