თეგებით ძიება
23. 08. 2024 მსოფლიო

ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა და ზელენსკის შეხვდება

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ეს ინდოეთის პრემიერმინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

უკრაინაში გამგზავრებამდე მოდიმ განაცხადა, რომ "უკრაინის მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე საკუთარი პერსპექტივების გაზიარების შესაძლებლობას" მოელის. მისი თქმით, "როგორც მეგობარი და პარტნიორი, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებას ვიმედოვნებთ".

ივლისის თვეში მოდი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. რუსეთში მოდის ვიზიტს ზელენსკისგან კრიტიკა მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "დიდი იმედგაცრუება და მშვიდობის ძალისხმევისთვის დამანგრეველი დარტყმაა, როცა ვხედავთ, როგორ ეხუტება მოსკოვში მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან კრიმინალს ასეთ დღეს". მოდის მოსკოვში ჩასვლის დღეს რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა, რომელიც ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა.

უკრაინაში ინდოეთის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოდის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ინდოეთს მოსკოვზე "გარკვეული გავლენა" აქვს.

პოდოლიაკის თქმით, "ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთ ქვეყნებთან ეფექტური ურთიერთობა დავამყაროთ, რათა ავუხსნათ მათ, როგორია ომის სწორი დამთავრების გზა, და რომ ეს ასევე მათ ინტერესებშია".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა