ქადაგიშვილი: დავაკვირდეთ ოპოზიციას, ქვეყნის ჯანჯღარის გარდა თუ რამე შემოუთავაზებია ქვეყნისთვის
დავაკვირდეთ, ამ ოპოზიციას – ქვეყნის ჯანჯღარის გარდა თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ქვეყნისთვის - დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
„საკონსტიტუციო უმრავლესობით დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების შეუქცევად გზაზე გავიყვანოთ. ქვეყანას რეალური ოპოზიცია სჭირდება, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გამომხატველი და უკეთესი შემთავაზებელი იქნება. დავაკვირდეთ, ამ ოპოზიციას – ქვეყნის ჯანჯღარის გარდა თუ რამე შემოუთავაზებია ხალხისთვის ან ამ ქვეყნისთვის.
დაუსრულებელია სია იმ საბოტაჟისა და მტრობისა, რაც მათ ქვეყნის წინააღმდეგ გასწიეს. „ქართულმა ოცნებამ“ მაქსიმუმი გააკეთა, რომ ამ პოლიტიკურ აქტორებს ზნე ეცვალათ, თუმცა მათ ზნე არ იცვალეს, 2008 წლამდე და 2008 წელს რა უბედურებაც ატრიალეს, ზუსტად იგივე უბედურების დატრიალების სურვილი აქვთ. დღევანდელ დღეს ყველას ეძლევა შანსი, მაგრამ როცა ყოველ ჯერზე შანსს ქვეყნის დასაზიანებლად იყენებ, პასუხისმგებლობის საკითხი დგება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.