კობახიძე "კიდევ ერთ" საკონსტიტუციო ცვლილებაზე: ევროინტეგრაციის მუხლის ამოღება არ იგეგმება
ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 78-ე მუხლის [კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად] კონსტიტუციიდან ამოღება ან შესწორება არ იგულისხმება.
იგულისხმება სხვა რამ, რასაც მოგვიანებით დავაკონკრეტებთ, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება.
[...] სხვა თემებზე კომენტარს არ გავაკეთებ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. არის კონკრეტული საკითხი, რაზეც გვინდა, რომ წარმატებით დავასრულოთ კონსულტაციები. როგორც კი კონსულტაციები დასრულდება, მაშინვე გავაკეთებთ კონკრეტულ კომენტარს ამ თემაზე.
ასე უპასუხა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში არსებულ მეოთხე პუნქტთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.