ვოლგოგრადის კოლონიაში, სადაც პატიმრებმა მძევლები აიყვანეს, ერთი ადამიანია დაღუპული - რუსული მედია
ვოლგოგრადის ოლქის გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრების მიერ რამდენიმე პირის მძევლად აყვანის შედეგად ერთი ადამიანია დაღუპული. შემთხვევა დისციპლინური კომისიის სხდომის დროს მოხდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდასხმაში 3-4 პატიმარი მონაწილეობს.
დაღუპულია კოლონიის ერთ-ერთი თანამშრომელი, ოთხი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია იმ დროს მიაწოდეს, როდესაც ის უშიშროების საბჭოს სხდომას მართავდა.
ამჟამად მძევლად აყვანილთა გასათავისუფლებლად ოპერაცია მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველთა დანაყოფები.