17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ მაისურაძე ფინალშია
17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკოლოზ მაისურაძე ფინალშია.
ქართველმა მოჭიდავემ 1/2ფინალში უკრაინელი კოსტიუკი 4-0 დაამარცხა და ხვალ ფინალში ირანელ აფშარს დაეჭიდება.
ინფორმაციას ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
იორდანიაში 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 21 აგვისტოს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ვახტანგ ლოლუა გახდა (60 კგ), ბრინჯაოს მედლებს კი გიორგი ალადაშვილი (71 კგ) და ვლადიმერ მინაძე (92 კგ) დაეუფლნენ.