თეგებით ძიება

ადამიანები არარსებულ ბილეთებში ფულს იხდიან - ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მომღერალი სტინგი საქართველოში ჩამოდის

ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მომღერალი სტინგი საქართველოში ჩამოდის

sttt-1724417705.png

ერთ-ერთი ყალბი გვერდი, სახელწოდებით BSAFest, წერს, რომ თითქოს 14 სექტემბერს, მიხეილ მესხის სტადიონზე სტინგის გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი და ბილეთების გაყიდვას აანონსებს.

sttt-1724417504.png

პოსტიდან გადადიხართ ასევე ყალბ საიტზე, სადაც ავსებთ თქვენს მონაცემებს - სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საბანკო ბარათის ნომერი, ვადა და ა.შ.

sttt-1724417808.png

და "ყიდულობთ" ფეიკ ბილეთს, რომელიც სრულებით არ ჰგავს ონლაინ შეძენილ ბილეთებს და აბსოლუტურად გამოუსადეგარია. ბილეთების საფასური 100, 150 ან 200 ლარი კი ანგარიშიდან გეჭრებათ და ცხადია, გეკარგებათ.

sttt-1724417743.png

ინფორმაცია ერთ-ერთმა დაზარალებულმა პირმა მოგვაწოდა, რომელმაც ამავე საიტიდან შეიძინა ე.წ. ბილეთი, ოღონდ მაშინ კონცერტის თარიღად 25 აგვისტო იყო დასახელებული.

rcerc-1724418406.jpg

მოქალაქეს ანგარიშიდან 100 ლარი ჩამოეჭრა, საეჭვო ბილეთის ნახვის შემდეგ კი, მათ ფეიჯზე შესული, გვიან მიხვდა, რომ საქმე ჰქონდა ჩვეულებრივ თაღლითობასთან! ცოტა ხანში, საიტი გათიშეს, თუმცა დღეს ისევ გაააქტიურეს და დასპონსორებული გავიდა "ფეისბუქზე".

453828610-2760274124148374-2862006801237519353-n-1724418216.jpg

გაფრთხილდით, ყველანაირი ბილეთი მხოლოდ ოფიციალური საიტებიდან შეიძინეთ და სანამ ყიდვას დააპირებთ, მათი ფეისბუქგვერდების ოფიციალურობაშიც დარწმუნდით!

sdpsdp-1724417839.jpg

“კვირის პალიტრა” წერს, რომ ასე გამოიყურება ფეიკ ბილეთი, პირადი მონაცემები საგანგებოდ დაფარეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა