"12 წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ თუ რაიმე ჰქონდათ გამოსაძიებელი, გამოეძიათ" - მამუკა ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე პასუხობს პრემიერის განცხადებას, რომლითაც ენმ-ს, "ლელოსა" და გახარიას პარტიას პროკურატურაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვით ემუქრება. იგი ირაკლი კობახიძის განცხადებას "რევანშის აღებად" აფასებს და ფიქრობს, რომ 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ თუ რაიმე ჰქონდა გამოსაძიებელი "ოცნებას", გამოეძიებინა.
"ეს არის სასოწარკვეთილი ბოდვა, ამოძახილი. ხელისუფლება შედგება პოლიტიკურად და ფინანსურად კორუმპირებული ჯგუფი ადამიანებისგან. ეს არის სირცხვილი, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. 12 წლის მერე ისინი რევანშის აღებას აპირებენ. 12 წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ თუ რაიმე ჰქონდათ გამოსაძიებელი, გამოეძიათ. სამართალი ნელა, მაგრამ მაინც დადის ქვეყანაზე და ყველა ნახავს ვინ არის გასასამართლებელი და ვინ მოხვდება ბრალდებულის სკამზე", - ამბობს ხაზარაძე.
რეზონანსი