ივანიშვილს ჰგონია, მოსაკლავად „გლობალური ომის პარტია“ დასდევს - მცხეთაში ქვემოდან ჯავშნიანი რკინები აიფარა, გვერდიდან - ტყვიაგაუმტარი შუშები, თავზე ბადე გადაიფარა - რომან გოცირიძე
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მას მოსაკლავად "გლობალური ომის პარტია" დასდევს - "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილი დაცვის სტანდარტი შეაფასა.
ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მას მოსაკლავად "გლობალური ომის პარტია" დასდევს, ამიტომ მცხეთაში ქვემოდან ჯავშნიანი რკინები აიფარა, გვერდიდან - ტყვიაგაუმტარი შუშები, ხოლო თავზე სპეციალური ბადე გადაიფარა, რომ თავს "გლობალური ომის პარტია" დრონებითა და მოწამლული ჩიტებით არ დაესხას!
გოცირიძემ ივანიშვილი ბელორუსის პრეზიდენტს შეადარა და დაასვნა, რომ ლუკაშენკოც კი უფრო ვაჟკაცია.
„საკუთარი აკვარიუმითა და უნიტაზით კადაფი დადიოდა. სასაცილოა. ლუკაშენკოც კი უფრო ვაჟკაცია - ის შეხვედრებზე საკუთარი ტყვიაგაუმტარი, დაჯავშნილი დუშ-კაბინით არ დადის. კადაფის შემდეგ კი, მეორედ ამას ვხედავთ", - განაცხადა გოცირიძემ.
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ოპოზიციის სრულ განადგურებას ჰპირდება. მან ფაქტობრივად მთელი ოპოზიციური სპექტრის განადგურების პროგრამა გამოაცხადა, მაშინ როცა ამომრჩევლის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, მიგრაცია, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
რატომ ამბობ იმას, რაც ხალხს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არ მოსწონს?! - ამბობ იმიტომ, რომ ან გარეკე - და ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელსაც მცხეთაში "დუშ-კაბინა" ედგა, მხოლოდ გამაგრილებელი წყალი აკლდა ზემოდან - ან ეს განცხადება მიმართულია რუსეთის საამებლად!
ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ადრესატი არის რუსეთი და არა საქართველოს ამომრჩეველი, რაც ქვეყნის ღალატს ნიშნავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.