ახმეტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა (ვიდეო)
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა. არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს და მის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, რამდენიმე სახლს სახურავი გადაეხადა, მოგლეჯილია ხეები. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.