მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული საფლავები, ჩახერგილი გზები... - სტიქია სამეგრელოში
ძლიერმა ქარმა და უხმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში დილიდან სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად ზუგდიდის სოფელ დავითიანში დაზიანებულია რამდენიმე საფლავი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით,ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა ხეები, რამაც გადაადგილების პრობლემა შექმნა.
ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.