პაკისტანში ძლიერ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში ბომბის აფეთქებას სამი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 13 ადამიანი კი დაიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. მედიის ცნობით, აფეთქება ქალაქ ფიშინის ცენტრალურ ბაზართან მოხდა. დაშავებულებიდან ხუთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორს მსუბუქი ტრავმები აღენიშნება, ხოლო ორი ადამიანი ექიმებმა უკვე სახლში გაწერეს.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და ბავშვების სიკვდილს მოწამებრივი აღსასრული უწოდა. თავის განცხადებაში მან დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.