ბანგლადეშში სტიქიამ, ბოლო მონაცემებით 15 ადამიანი იმსხვერპლა
ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგებს ითვლიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში 15 ადამიანი იმსხვერპლა.
ყველაზე დიდი ზარალი წყალდიდობამ ქალაქ ფენის მიაყენა, სადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. მოსახლეობა სტიქიის ზონიდან გასვლას მოხალისეების დახმარებით ცდილობს.