უამინდობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქია გამოიწვია
უამინდობამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში სტიქია გამოიწვია.
ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა ქარმა 20-მდე სახლი სახურავის გარეშე დატოვა და ხეები მოგლიჯა. წვიმის შედეგად, დაიტბორა ეზოები და დაზიანდა საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილს მოსავალი გაუნადგურდა.
სტიქია იყო სამეგრელოშიც. უამინდობამ ზუგდიდში ხეები მოგლიჯა და მანქანები დააზიანა. ასევე, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები და ელექტროგადამცემი ხაზები.
კახეთისა და სამეგრელოს გარდა, სტიქია იყო მცხეთა-მთიანეთსა და აჭარაშიც.