ბუაძე: არჩევნებზე ხალხი რუსულ საქმესა და ღალატს აკრძალავს, რასაც ოცნება აკეთებს
ვინც ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური წოლითი რეჟიმი მოუხსნა, ძალიან შეცდა, ვინაიდან ვხედავთ იმ აბსურდს, რასაც ის ამ დღეების განმავლობაში აფრქვევს [...] ბიძინა ივანიშვილსა და მის ამ სამარცხვინო ჯგუფს სურთ, რომ საქართველო ბელარუსად გადაიქცეს. 26 ოქტომბერს ჩვენ მათ შესაბამის პასუხს გავცემთ და ქართველი ხალხი ამ ქვეყანაში იმ რუსულ საქმესა და ღალატს აკრძალავს, რომელსაც რუსეთის სამსახურში მყოფი ძალა, ქართული ოცნება აკეთებს.