ბრაზილიაში ხანძარს ებრძვიან
ბრაზილიაში ხანძარს ებრძვიან. სან-პაულუს შტატში ტყის ხანძრის შედეგად 30 ქალაქი დაზარალდა. დაღუპულია ორი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.
ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შტატში 15 გზატკეცილი მთლიანად, ან ნაწილობრივ არის ჩაკეტილი.