თეგებით ძიება
25. 08. 2024 მსოფლიო

პასუხი ფაუდ შუქრის მკვლელობაზე - „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა

დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა. როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე. მათი მტკიცებით, საპასუხო დარტყმის პირველი ფაზა სრული წარმატებით დასრულდა.

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ პირველ ფაზაში ფოკუსირებული იყვნენ სამხედრო ობიექტებზე, რომელთა განადგურებაც ხელს შეუშლის ისრაელს, რომ მოიგერიოს მეორე ფაზაში დაგეგმილი თავდასხმები „სასურველ სამიზნეზე“, თუმცა კონკრეტული სამიზნე არ დაუსახელებიათ.

თავის მხრივ, ისრაელში განაცხადეს, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნე იყო ის ადგილები, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში მომდევნო 48 საათით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ მხრიდან თავდასხმა კიდევ მოსალოდნელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა