Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთის აეროპორტში დააკავეს
"ტელეგრამის" შემქმნელი, მილიარდერი პაველ დუროვი პარიზის აეროპორტში დააკავეს, ამის შესახებ რადიო თავისუფლება ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დუროვი პარიზში აზერბაიჯანიდან, კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
არსებული ინფორმაციით, ფრანგული მხარე დუროვს, როგორც კონკრეტული სოცქსელის შემქმნელს, ედავება ნარკოტიკებით ვაჭრობას, ბავშვების წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებებსა და თაღლითობას.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
როგორც ცნობილია, 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.